დრო და დრო საჭიროა ტაბუდადებულ თემებზე საუბარიც. მითუმეტეს, რომ სექსუალური ცხოვრება დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. ამ თემის გარშემო ძალიან ბევრი გამოკითხვა თუ ექსპერიმენტი ტარდება, შესაბამისად მოსაზრებებიც სხვა და სხვაა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ასტროლოგების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, თუ როგორ კავდებიან სექსით ზოდიაქოს ნიშნები.
ვერძი (კაცი)
სექსის დროს ვერძი მუდამ ცდილობს დაამკტიცოს, რომ ის საუკეთესოა. შესაბამისად მზად არის ქალს ნებისმიერი სურვილი აუსრულოს, თანაც სიმორცხვის გარეშე. ქალბატონებისათვის ვერძებთან ურთიერთობა საკმაოდ სასიამოვნოა, ფაქტიურად ის შეუდარებელი პარტნიორია.
ვერძი (ქალი)
ეგოისტი და პრინციპული ვერძი ქალბატონი ძალიან სწრაფად უნდა მოვხიბლოთ. ის ან მოგცემთ ყველაფერს, ან არაფერს. ძალიან ტემპერამენტულია, შესაბამისად მისი მეწყვილე აუცილებლად დამყოლი და გამგებიანი უნდა იყოს.
კურო (კაცი)
სექსუალური აქტის სიმრავლით ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშანს ფორას მისცემენ. თუმცა, არ უყვართ პოზის შეცვლა, მათთვის სრულიად საკმარისია ბანალური „ქალი ზევიდან, მამაკაცი ქვევიდან სახით ერთმანეთისკენ“ პოზა და იმის გამო, რომ მათ ძალიან ხშირად აქვთ სექსუალური ურთიერთობა, სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტად აწუხებთ ვენერიული დაავადებები.
კურო (ქალი)
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს უყვართ ფული და ძალიან ხშირად მანიპულირებენ ამ თემით. მისი მეწყვილე აუცილებლად შეძლებული უნდა იყოს, რომ ქალბატონს ნებისმიერი კაპრიზი აუსრულოს. სექსის დროს ძალიან უყვარს, როდესაც მას რამდენიმე ეროგენულ ზონაზე ერთდროულად ეფერებიან, შესვენებების დროს კი კარგი იქნება თუ ეროტიულ ანეკდოტებს მოუყვებით.
ტყუპები (კაცი)
ტყუპები საკმაოდ „მოუსვენარი“ ზოდიაქოს ნიშანია, შესაბამისად ის სექსუალურ ცხოვრებაშიც ძალიან ტალანტურია. მას შეუძლია დააკმაყოფილოს ნებისმიერი ბინძური მოთხოვნა. უყვარს როცა პარტნიორი ჩულქებს ან სხვა ეროტიკულ სამოსს იცმევს. იგი ნებისმიერ ეროტიულ თემაზე შეიძლება აღიგზნოს.
ტყუპები (ქალი)
ის ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავის მსხვერპლია. ცხოვრების განმავლობაში, ისინი მუდამ ეძებენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაშს, შესაბამისად ამ ძიებაში ძალიან ბევრს კარგავენ. მათ იშვიათად აქვთ სექსი, თუმცა სიყვარულის გარეშე ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან. ძალიან უყვართ ეროტიული ვიდეოების ყურება და ახალი პოზების შესწავლა.
კირჩხიბი (კაცი)
ამ ნიშნით ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს ერთნაირი პოზები საშინლად აღიზიანებთ. სექსუალური აქტის დროს ის ძალიან სწრაფად მოძრაობს, რაც პარტნიორზე არც თუ ისე დადებით გავლენას ახდენს. სექსის შემდეგ უყვარს საკუთარი სექსუალური გამოცდილების განხილვა.
კირჩხიბი (ქალი)
ასეთ მანდილოსნებს ძალიან უყვართ სექსი და მუდამ ეძებენ სექსუალურ თავგადასავლებს. ძალიან უყვართ რიტუალები და შესაბამისად, აქტის დროს შეიძლება თქვენს წინაშე უეცრად ვამპირად გადაიქცეს და შემდეგ კი სათვალიან ბუღალტრად წარმოგიდგინოთ თავი. ასეთი მრავალფეროვანი ცვლილებებით, ის მუდამ ექცევა მამაკაცთა ყურადღების ქვეშ. მისი სექსუალური ცხოვრება, მუდამ თავგადასავლებითა და ემოციებითაა აღსავსე. თუმცა თუ აქტის შემდეგ, იგი უეცრად გაქრება, ნუ გაგიკვირდებათ, ერთი და იგივე მამაკაცთან დიდი ხნით არ ჩერდებიან.
ლომი (კაცი)
ცხოვრება – პიესა. „ლომის სიყვარული“ სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ლომი. პროდიუსერი ლომი, მთავარ როლში ლომი. ახლა კი სერიოზულად : ის ყოველთვის განსხვავებულია.
ლომი (ქალი)
ქალბატონი ლომი მუდამ თვითდაჯერებულია, ყველაზე მეტად უყვარს როდესაც სექსი ეფექტური და დრამატულია. მისი პარტნიორი მუდამ სიამაყის წყარო უნდა იყოს, თუმცა ტრაბახა ნამდვილად არაა. მისი სისუსტეა ყველაფერი, რაც ბრწყინავს, შესაბამისად არც ისე რთულია მისი შებმა. თუმცა, ლოგინში ის საკმაოდ მკაცრია.
ქალწული (კაცი)
ქალწულები ძალიან ჭკვიანი საყვარლები არიან, მდიდარი სექსუალური ფანტაზიით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძალიან ცივი და პედანტია, ლოგინში ქალბატონისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭება შეუძლია.
ქალწული (ქალი)
ლამაზი, ერთგული და მიმზიდველი ქალწული, მუდამ საპირისპირო სქესის ყურადღების ქვეშ ექცევა, თუმცა ამის გამოყენება მათ არ შეუძლიათ. დაუვიწყარ საღამოს მისგან არ უნდა ელოდოთ, მისი აზროვნება გრძნობებზეა აგებული, ამიტომ მისგან ერთჯერად სექსუალურ კავშირებს არ უნდა ელოდოთ. ქალწულ ქალს ყველაზე ცუდ სექსუალურ პატრნიორად მიიჩნევენ.
სასწორი (კაცი)
ის არასდროს ძვრება ქალის სულიერ სამყაროში. მას მხოლოდ გარეგნული სილამაზე ანაღვლებს, ხმა, ჩაცმულობა, ქცევა, მისი სუსტი წერტილია. ასტროლეგები სასწორ მამაკაცს არც თუ ისე სასურველ სექსუალურ პატრნიორად მიიჩნევენ, თუმცა მასთან რომანი ნამდვილად საინტერესო და იდეალურია.
სასწორი (ქალი)
მას სურს ყველას მოსწონდეს. თუ მის სიახლოვეს იმყოფებით უნდა გრძნობდეთ, როდის ფლირტაობს და როდის უნდა სექსი. რეგულარული პარტნიორის არჩევანში სასწორები კონკრეტულები არიან: მათ სურთ მამაკაცი, რომელიც მათზე იბატონებს. სურთ რომ სწორედ მამაკაცმა უკარნახოთ სად გაისეირნონ, როგორ პოზაში დაკავდნენ სექსით და ა.შ. თუ სასწორ ქალბატონთან ცხოვრებას გადაწყვეტთ, დრო და დრო მიართვით ყვავილები, ან დილით მოუმზადეთ ფინჯანი ყავა და მიართვით საწოლში, ასეთ საქციელს ისინი კარგად აფასებენ.
მორიელი (კაცი)
მორიელები პაემანზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს აწამებენ, რატომ? იმიტომ, რომ მათ ეს სიამოვნებთ. დროთა განმავლობაში კი შეშლილ ფსიქოპატად გადაიქცევა – ესეც მოსწონს. ქალბატონებს მასთან ურთიერთობისას მოუწევთ სრულიად დაემორჩილონ მათ. ის ნამდვილად ძლიერია, შესაბამისად მისი წარმოსახვის უნარიც საკმაოდ დიდია, მას შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოგთხოვოთ დაკავდეთ სექსით, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ჩათვალეთ, დარჩენილ დროს ჯოჯოხეთად გიქცევთ. თუმცა ფაქტია, რომ სექსუალური აქტის დროს ის შეუდარებელია.
მორიელი (ქალი)
მორიელ ქალს ძალიან უყვართ ძლიერი მამაკაცები, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით. ეროტიულ თამაშებში ისინი ძალიან ვნებიანები არიან და არც სადომაზოხიზმს ერიდებიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონებს შეუძლიათ ძლიერი და სამუდამო სიყვარული. ზუსტად ამიტომ ისინი იდეალურ პარტნიორებად ითვლებიან, როგორც ოჯახურ აგრეთვე სექსუალურ ურთიერთობებშიც.
მშვილდოსანი (კაცი)
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის ძალიან მორცხვი და ჩაკეტილია, თუმცა ნუ მოტყუვდებით. როგორც კი მასთან ერთად საწოლში მოხვდებით, დაუვიწყარი თავგადასავალი გარანტირებული გექნებათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ გარკვეული წესები და საზღვრები აქვთ, რაც მათ იდეალურ პარტნიორად ნამდვილად არ ხდის. თუმცა, მასთან ერთჯერადი ურთიერთობა, სხვა თუ არაფერი, სასიამოვნო მოსაგონად დაგრჩებათ.
მშვილდოსანი (ქალი)
თუკი ასეთი ქალბატონი გყავთ გვერდით, აუცილებლად უნდა შეგეძლოთ თქვენი სხეულის იდეალურად მართვა, სხვა შემთხვევაში მისი თქვენდამი ინტერესი, დროთა განმავლობაში შემცირდება. ყველაზე მეტად ასეთ ქალბატონს თქვენზე ნადირობა აღაგზნებს, ხოლო როდესაც მოგინადირებთ, ეცდება ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს. თუმცა, მალევე აღიდგენს თქვენზე ნადირობის სურვილს, თუ მასთან ერთად თქვენც გადაუხვევთ თემას.
თხის რქა (კაცი)
ის ძალიან მგზნებარეა საწოლში, ხანდახან ძალიან მოსიყვარულე და ვნებიანიც. ის ძალიან კარგად იყენებს სექსის დროს თავდაცვით ხერხებს და ყველაფერს ძალიან სერიოზულად აღიქვამს. მან ზედმიწევნით კარგად იცის, რომ მხოლოდ ფინანსებში არაა ბედნიერება, შესაბამისად მასთან ერთად ცხოვრება, საპირისპირო სქესისთვის ძალიან სტაბილური და პოზიტიურია.
თხის რქა (ქალი)
„მინდა სექსი, მაგრამ თან მეშინია“- სწორედ ასე ფიქრობს ქალბატონი თხის რქა ყოველთვის, თუმცა ურთიერთობებში საკმაოდ მკაცრია. მამაკაცებს ის მუდამ სურთ, თუმცა მასთან დაახლოების შემდეგ, სურათი სრულიად იცვლება და ძლიერი სქესის წარმომადგენლები უკან იხევენ. სექსში ის ორიენტაციას საკუთარ სურვილებზე აკეთებს და თუ ჩაგივარდათ მომენტი, მასთან ერთად ნებივრობა, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
მერწყული (კაცი)
ასეთ მამაკაცს, შეუძლია ნებისმიერი ქალი მოხიბლოს და „შეაბას.“ მას შეუძლია იდეალურად ითამაშოს რაშზე ამხედრებული რაიდნის როლი და თავი ზღაპარში აგრძნობინოს მეწყვილეს, თუმცა ნუ წამოეგებით მის ფანდზე, ის უბრალო მექალთანეა, რასპუტინი… თუმცა თუ საქმე სიყვარულამდე მივა, ის იდეალური საყვარელია.
მერწყული (ქალი)
ამ ნიშნის ქვეშ არ იბადებიან ყველაზე მგრძნობიარეები, თუმცა ისინი არიან ძალიან ამოუცნობები და საინტერესოები. არიან ექსტრავაგანტულები, თავისუფლები და ეჭვიანები. სექსის დროს წინააღმდეგნი არიან სიმრავლეზე და დიდად არც პოზების ცვლილება სიამოვნებთ. ურთიერთობების დროს ის სიმშვიდეს უფრო აფასებს, ვიდრე ემოციებს.
თევზები (კაცი)
პასიურია, თუმცა მოსიყვარულე. მუდამ გაურბის ინიციატივის გამოვლენას და მუდამ ცდილობს პირველობა პარტნიორს დაუთმოს. ყოველთვის ახვევიან თავს ყოფილი შეყვარებულები თუ ცოლები, რომლებთანაც ბოლომდე, ჯერ არ გაშორებულა. ის მუდამ ინახავს ძველ სურათებს და წერილებს. თუმცა, მასთან სექსი საპირისპირო სქესისთვის დაუვიწყარია.
თევზები (ქალი)
მასთან ურთიერთობისას თავი ნარკომანი გვეგონება. ის მუდამ უთმობს ინიციატივას პარტნიორს და შესაბამისად არის ძალიან დამყოლი. შესაბამისად მამაკაცებისთვის ის ფაქტიურად იდეალური პარნიორია, რომელ მამაკაცს არ ესიამოვნება გვერდით ისეთი ქალი, რომელიც მის ყველა სურვილს შეასრულებს? თუმცა, სამაგიეროდ ის მუდამ ითხოვს თქვენგან ძალიან დიდ ყურადღებას და სითბოს.