საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება პოპულარული youtube-არხის Trottle House-ის წამყვანმა გადაწყვიტა. დრეგ-რბოლაში Dodge Challenger-ის მასელქარი SRT Demon და სპორტული სედანი BMW M5 შეეჯიბრნენ. ამასთან, ავტომობილები ერთმანეთს არა სპეციალურ ტრასაზე, არამედ რეალურ პირობებთან მიახლოებულ გზაზე დაუპირისპირდნენ. Dodge Challenger SRT Demon-ის კუპე 850 ძალის 6.2 V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი. 0-დან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მასლქარს 2,6 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ია. რაც შეეხება BMW-ს სედანს, ის 4,4 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო V8 ძრავითაა დაკომპლექტებული და 625 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველი „ასეულის“ ასაკრეფად სპორტქარს 3,3 წამი, მეორეს ასაკრეფად კი 10,8 წამი სჭირდება.