LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი უფრო მაგარია – ახალი Hyundai თუ მოძველებული BMW

46

ბრიტანულმა საიტმა Carwow-მ მოაწყო დრაგ-რბოლა, რომელშიც ერთმანეთს ცხელი ჰეტჩბეკი Hyundai i30 N და 1990-2000 წლებში გამოშვებული კუპე BMW 328i შეეჯიბრნენ. ავტოექსპერტებმა ავტომობილები კლასიკურ დისტანციაზე გარბენსა და დამუხრუჭებაში გამოსცადეს. Hyundai i30 N 2,0 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავითაა უზრუნველყოფილი და მას 275 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 0-დან პირველი „ასეულის“ განვითარება 6,1 წამში შეუძლია. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია. BMW 328 i 2,8 ლიტრის მოცულობის ძრავითაა დაკომპლექტებული და მას 227 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი პირველ „ასეულს“ 7,3 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 236 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები