LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ზაფხულში – სილამაზის აკადემია

11
ნატა-რევაზიშვილი

რომელი პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ზაფხულში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

რამდენად უწევთ რეკომენდაციას ზაფხულში სახის წმენდას?

სახის წმენდა ზაფხულში შეიძლება. მითია თითქოს ზაფხულში არ არის რეკომენდებული. უბრალოდ უნდა დაიცვათ კოსმეტოლოგის რეკომენდაციები, კონკრეტულად უნდა წაისვათ მზის დამცავი. არ გაირუჯოთ სახის წმენდის შემდეგ მეორე დღესვე წმენდიდან ერთი კვირა მაინც უნდა იყოს გასული. ერთ წლიანი შუალედით სახის გაწმენდა არ უნდა ხდებოდეს, ვინაიდან წარმოუდგენელია ერთი წელი სახემ შეინარჩუნოს სისუფთავე.

მზის დამცავის შესახებ უნდა გკითხოთ, ზაფხულია და ახლა უფრო მეტად სჭირდება მზისგან დაცვა კანს…

დიახ ასეა. მზის დამცავი ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ, განსაკუთრებით არ უნდა დაგავიწყდეთ თუ აპირებთ გარუჯვას. როცა იმყოფებით ზღვაზე, დამცავს აქვს თავისი მოხმარების წესები. უნდა განაახლოთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ, უნდა გესვათ მაღალი SPF-ის  შემადგენლობის მზისგან დამცავი.

ზოგადად რომელი პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ზაფხულში?

ძალიან კარგი პროცედურაა ბიორევიტალიზაცია.  გამიგია, „ჩემთვის ჯერ ადრეა ბიორევიტალიზაცია“, სინამდვილეში მისი ჩატარება რეკომენდებულია 25 წლიდან, ეს არის კანის დატენიანების პროცედურა. ზღვაზე წასვლამდე სასურველია ჩაიტაროთ აღნიშნული პროცედურა და ასევე, გარუჯვის შემდგომაც. გახსოვდეთ, რომ თქვენს კანზე ყველაფერი აისახება, როგორ უვლით, როგორ ირუჯებით, ამიტომ შეეცადეთ გაუფრთხილდეთ კანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები