LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი მეორადი ავტომობილი არ უნდა შეიძინოთ

154

მეორადი ავტომობილის შეძენა მომავალი მფლობელისთვის გარკვეული რისკია. Consumer Reports-ის სპეციალისტებმა იმ ავტომობილების ჩამონათვალი შეადგინეს, რომელთა შეძენა პრობლემების გამო არავითარ შემთხვევაში არ ღირს.

ჩამონათვალში სულ შვიდი ავტომობილია და მეშვიდე პოზიციას ელექტროქარი Tesla Model X იკავებს. ახალ სერიულ ქროსოვერს მექანიკური გაუმართაობები და პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები აქვს. ანალიტიკოსები გვირჩევენ, ეს ავტომობილი მხოლოდ ყველა პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ შევიძინოთ.

მეექვსე ადგილი ახალმა ყველგანმავალმა, 2015 წლის Cadillac Escalade-მ დაიკავა. აქ გადაცემათა კოლოფის, ძარის, გაწყობისა და საღებავის პრობლემები შეინიშნება.

მეხუთე პოზიციაზე Fiat 500 განთავსდა. ამ ჰეთჩბეკს პრობლემები აქვს მუხრუჭებთან, დაკიდებასთან, ამძრავთან და ინტერიერის გაწყობასთან დაკავშირებით. არ ღირს 2012, 2013 და 2015 წლებში გამოსული ავტომობილების შეძენა.

მეოთხე ადგილი Audi Q7-ს ერგო, რომელსაც სამუხრუჭე მექანიზმის, აუდიოსისტემისა და მთლიანობაში, ძარის პრობლემები აქვს. მოწინავე პოზიციებზე კი Volkswagen Jetta, Ford Fiesta და BMW X5 განთავსდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები