LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ევროპული ქვეყანა გასცემს სამუშაო ვიზებს ყველაზე მარტივად?

120
Capture

სამუშაო ვიზების გაცემისას ყველაზე ლოიალურ ქვეყნად პოლონეთი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა RZecZpospolita ავრცელებს.

ოფიციალური წყაროების ცნობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში პოლონეთში 2 მილიონამდე ახალი მუშა ხელი ჩავიდა, თანაც ევროკავშირის მიღმა მდებარე ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანამ სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მეტი სამუშაო ვიზა გასცა. 2020 წელს ამ ციფრმა 600 ათასი, ხოლო 2021 წელს უკვე 790 ათასი შეადგინა. შედარებისთვის გერმანიამ ამავე წელს მხოლოდ 18 ათასი სამუშაო ვიზა გააფორმა, ჩეხეთმა – 41 ათასი, იტალიამ – 50 ათასი.

გამოცემა იმასაც აზუსტებს, რომ მუშა ემიგრანტებს პოლონეთში არავინ აკონტროლებს, ხოლო ვიზების გაცემის სისტემა სრულად კორუმპირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები