LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ავტომობილი მოიპოვებს მსოფლიოში საუკეთესოს წოდებას?

55

კონკურსის ”წლის მსოფლიო ავტომობილი” (World Car of the Year) ორგანიზატორები იმ ათი მოდელის ჩამონათვალს აქვეყნებენ, რომლებიც წოდებისთვის იბრძოლებენ. პირველი ადგილის მფლობელი ნიუ იორკის ავტოსალონზე აპრილში დასახელდება.

ათი მოდელიდან, რომლებიც პლანეტის საუკეთესო ავტომობილის ტიტულის პრეტენდენტები გახდნენ, ხუთს Volkswagen-ის კონცერნი უშვებს. საბოლოო სიაში ოთხი გერმანული, სამი იაპონური და თითო-თითო ჩეხური, ბრიტანული და იტალიური ბრენდია.

გარდა მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილისა, ნიუ იორკის ავტოსალონზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: ”წლის საუკეთესო მდიდრული ავტომობილი”, ”წლის საუკეთესო სპორტქარი”, ”საუკეთესო მწვანე ავტომობილი” და ”საუკეთესო საქალაქო ავტომობილი”.

პლანეტაზე საუკეთესო ავტომობილის კონკურსის ფინალისტები არიან: Audi A5/S5, Audi Q2, Audi Q5, Fiat 124 Spyder, Honda Civic, Mazda CX-9, Skoda Kodiaq, Toyota C-HR, Volkswagen Tiguan.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები