LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი აეროპორტია ევროპაში საუკეთესო?

124
rome-fiumicino-airport-60

აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ ACI World-მა ყოველწლიური პრემიის ASQ Awards-ის გამარჯვებული საუკეთესო აეროპორტი დაასახელა.

ჯილდოების რაოდენობით ევროპაში აბსოლუტური ლიდერი რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტი გახდა. იტალიური ავია ბაზა საუკეთესოდ აღიარეს იმ აეროპორტებს შორის, რომელთა გამტარობაც წელიწადში 40 მილიონ მგზავრზე მეტია, ასევე გადასცეს ჯილდოები ნომინაციებში – „აეროპორტი საუკეთესო პერსონალით“, „აეროპორტი, სადაც გადაადგილება კომფორტულია“, „აეროპორტი ყველაზე კომფორტული მოსაცდელით“ და „ყველაზე სუფთა აეროპორტი“.

რეიტინგის მეორე პოზიციას ტალინის აეროპორტი იკავებს. ის გამოარჩიეს იმ აეროპორტებს შორის, რომელთა გამტარობაც წელიწადში 2-დან 5 მილიონამდეა და ასევე გადასცეს ჯილდო ნომინაციებში – „ აეროპორტი, სადაც გადაადგილება კომფორტულია“, „აეროპორტი კომფორტული მოსაცდელით“ და ასევე „ყველაზე სუფთა აეროპორტი“.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ჯილდო აიღო კანარის კუნძულების აეროპორტმაც. მისი გამტარობა წელიწადში 2 მილიონ მგზავრზე ნაკლებია და სტუმრებს გამორჩეულად კომფორტულ სერვისს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები