LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სუნელებში აღმოჩნდა ნორმაზე მეტი ტყვია

143

ქვეყნის მასშტაბით, სუნელების 93 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა წელს სამ ნიმუშში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტო იმ სუნელების სახელწოდებებსაც აკონკრეტებს, სადაც ტყვია დასაშვებ ნორმაზე მაღალია.

ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა:

  • „ჯეო“-ს წარმოებულ წითელ წიწაკაში (ახალციხე, დამფასოებელი და რეალიზატორი შპს გურამი მათოშვილი, აღმოჩენილი ტყვია დაშვებულ ნორმას 10-ჯერ აჭარბებდა);
  • ინდმეწარმე „ჩოფლიანის“ მიერ წარმოებულ სვანურ მარილში (ბათუმი, რეალიზატორი შპს „ტარიელი,“ ნორმის თითქმის 2-ჯერ გადაჭარბება)
  •  „აი პროდაქტ“-ის მიერ დამზადებულ ხმელ სუნელში (გადაჭარბება 4-ჯერ).

სამივე შემთხვევაში ის პარტიები, რომლებშიც ტყვია აღმოჩნდა, განადგურდა, საწარმოებზე კი, დარღვევების პრევენციის მიზნით, ზედამხედველობა მიმდინარეობს. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.

2017 წლის 30 ივნისს, კაროლინა როდრიგესმა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის მაქსიმალური შემცველობა 27 000 ppm-ს აღწევდა (27 000 Parts Per Million ნიშნავს 27 000 ერთეული მილიონზე). წელს კი „ტყვიის შემცველობა აღემატებოდა 5 ppm-ს და 48 000 ppm-საც კი აღწევდა“. ეს ინფორმაცია “ამერიკის ხმას” კაროლინა როდრიგესმა 2018 წლის 2 ივლისს მიაწოდა.

2018 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები