LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სასმელს ანიჭებენ თბილისელები უპირატესობას? – ახალი კვლევის შედეგები

241

“ეისითის” კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისელები სხვა სასმელებთან შედარებით სწორედ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას (53%).

თბილისელების მეოთხედი ლუდის (26%), მეხუთედი არყის (18%), ხოლო მეათედი ბრენდის (ე.წ. კონიაკი) მოყვარულია.

თბილისელებისთვის ალკოჰოლის მიღების დღეებია პარასკევი, შაბათი და კვირა. ალკოჰოლს ყველაზე მეტად შაბათს მიირთმევენ (69%). საინტერესოა, რომ თბილისელები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას რომელ დღეს მოუწევთ ნაბახუსევზე ყოფნა – 45% კვირა დღეს მიირთმევს ალკოჰოლს, მაშინ როცა პარასკევს სასმელს მხოლოდ 26% სვამს.

თბილისში ალკოჰოლის მიღების ყველაზე პოპულარული ადგილი სახლის სიტუაციაა (78% მეგობართან / ახლობელთან სტუმრად, 70% კი საკუთარ სახლში სვამს სასმელს). გარდა სახლისა, თბილისელები ალკოჰოლის დასალევად  რესტორნებს (27%), და ბარებს სტუმრობენ (12%).

გამოკითხვა ჩატარდა “ეისითის” მიერ შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.