LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებშია ყველაზე უცნაური და სახალისო ტრადიციები

145
Wife-carrying-competition-Daily-Mail-Oliver-Dixon

მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიასა და კულტურას აქვს რაღაც ტრადიცია, რომელიც ადგილობრივებისთვის ჩვეულ რამეს წარმოადგენს, თუმცა უცხოელებისთვის უცნაურად აღსაქმელია.

ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ზოგიერთი მათგანი უცნაურობასთან ერთად ძალიან სახალისოდაც გამოიყურება.

1. ჭურჭლის მსხვრევის ტრადიცია, გერმანია
გერმანიაში ქორწილის წინა საღამოს, ოჯახის ახლობლები იკრიბებიან და ჭურჭელს ამსხვრევენ. შემდეგ ამ ნამსხვრევების მილაგება წყვილს უწევს, რაც გერმანელთა რწმენით სიცოცხლის ბოლომდე სიამტკბილობის გარანტი იქნება.

2. გარდაცვლილთან ცეკვა, მადაგასკარი
მადაგასკარელებს გარდაცვლილი ოჯახის წევრები ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ამოჰყავთ აკლდამიდან და მის გარშემო ცეკვავენ. უჩვეულო რიტუალის დროს მდიდრული სადილიც იმართება ხოლმე. ადგილობრივების აზრით, მრავალწლიანი ტრადიციით მიცვალებულს მიაგებენ პატივს და ამ წესის დაცვას მომავალშიც აქტიურად აპირებენ.

3. დარიჩინის სროლა, დანია
დანიაში 25 წელს მიღწეულ დასაქორწინებელ ახალგაზრდებს იუბილეზე მეგობრები დარიჩინს ესვრიან. მიზანი მეორე ნახევრის მოძებნისთვის სტიმულის მიცემაა.

4. კვერცხის ფესტივალი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ყოველ გაზაფხულზე ქალაქ ზენიცას მცხოვრებლები იკრიბებიან, უზარმაზარი ქვაბით კვერცხს ამზადებენ და შემდეგ უფასოდ არიგებენ.

5. დუმილის დღე, ინდონეზია
კუნძულ ბალიზე აღნიშნავენ დუმილის დღეს, რომლის დროსაც ყველაფერი ჩუმდება, არ ისმის არანაირი ხმა, რთავენ განათებებს, არავინ არაფერს არ საქმიანობს და სრული სიმშვიდე ისადგურებს. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ დღეს გარეთ დემონები გამოდიან და სიჩუმით მათგან დამალვას ცდილობენ.

6. ცოლის ხელით ტარების ჩემპიონატი, ფინეთი
ფინეთში ყოველწლიურად ატარებენ შეჯიბრებას, რომლის დროსაც ქმრები ხელში აყვანილი ცოლებით დარბიან და თან დისტანციის დაფარვაში ერთმანეთს ეპაექრებიან. ჩემპიონატი იმდენად პოპულარულია, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად წყვილები სხვა ქვეყნებიდანაც ხშირად ჩადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები