დემოგრაფიული მდგომარეობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგან 10 ქალზე 9 კაცი მოდის, სხვაგან – პირიქით. თუ გაინტერესებთ რომელ ქვეყნებშია ყველაზე ადვილი ქმრის პოვნა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქვეყნებში არ არის საკმარისი ქალების რაოდენობა, გაეცანით სტატიას.
ნორვეგია
აქ მამაკაცთა რაოდენობა ქალთა რაოდენობას 12 ათასით აჭარბებს. ხელისუფლებას ჯერ არ აქვს ნაპოვნი გზა თუ როგორ უნდა აღდგეს გენდერული ბალანსი ქვეყანაში.
კვიპროსი
კვიპროსი ერთი დიდი კურორტია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად აქ უამრავი ადამიანი ჩადის საცხოვრებლად, ქვეყანაში ქალების ნაკლებობა მაინც არის.
კანადა
კანადაში მამაკაცთა რაოდენობა ქალთა რაოდენობას 250 000-ით აღემატება. ასეთი სტატისტიკა პირველ რიგში, იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ბევრი ქალი სხვა ქვეყნაში მიდის სამუშაოდ და უკან აღარ ბრუნდება.
ისლანდია
ჩრდილოეთის ამ ქვეყანაში ას ქალზე, 104 კაცი მოდის. ერთ დროს, ჭორიც კი გავრცელდა, რომ უცხოელებზე განსაკუთრებული შეღავათები დაწესდებოდა, რაც ქვეყანაში ქალთა რაოდენობას გაზრდიდა და ისინი ადგილობრივ მამაკაცებზე დაქორწინდებოდნენ, თუმცა ინივიატივა განუხორციელებელი დარჩა.
ჩინეთი
ჩინეთში მამაკაცებზე 34 მილიონით ნაკლები ქალი ცხოვრობს. ეს საგანგაშო მნაჩვენებელი კი მუდმივად იზრდება.
იტალია
იტალიაში საკმაოდ ამბიციური გოგონები ცხოვრობენ. ისინი ხშირად შვილების ყოლას და ოჯახს კარიერის შექმნას ამჯობინებენ. ამიტომ ხშირად მიდიას სხვა ქვეყანაში სასწავლებლად და სამუშაოდ.
ფინეთი
ამ ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 256 000 მამაკაცს, რომლებმაც 25 წელს მიაღწიეს, მეორე ნახევარი არ ჰყავთ. ამი მიზეზი ის არ არის, რომ მათ დაქორწინება არ სურთ, ფინეთში უბრალოდ ქალები არ არიან, ვისზეც შეძლებდნენ დაქორწინებას.
ინდოეთი
ინდოეთში 24 წლამდე ასაკის 100 ქალზე 110 მამაკაცია.
შვედეთი
ამ ქვეყანაში ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა, პირველ რიგში, მიგრანტების უზარმაზარ ნაკადთან არის დაკავშირებული. ამჟამად შვედეთში მამაკაცებზე თითქმის 15 000-ით ნაკლები ქალია ცხოვრობს.
დიდი ბრიტანეთი
ინგლისელი ქალები კარიერის მოწყობაზე არიან ორიენტირებული და ხშირად უწევთ მოგზაურობა. ამის გამო აქაც მამაკაცთან რაოდენობა საგრძლობლად აღემატება ქალებისას.
შვეიცარია
ანალოგიური სიტუაციაა შვეიცარიაშიც. აქაც მამაკაცების რაოდენობა ქალების რაოდენობას საგრძნობლად აღემატება.