LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში გადის ყველაზე მეტი ავტომობილი საქართველოდან – ავტოექსპორტი 75%-ით გაიზარდა

52
1549265908-ავტომობილები-1024x579

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 58 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც 590 მილიონ დოლარს უდრის.  ავტოექსპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 75%-ით არის გაზრდილი. ექსპორტზე გასული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 10 ათას დოლარს შეადგენდა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტი 22 ათასი ავტომობილი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამასთან, ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე გავიდა უკრაინა, სადაც ექსპორტი 69%-ით არის გაზრდილი. ასევე, 268%-ით არის გაზრდილი ავტომობილების ექსპორტი რუსეთში, რამაც 46 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვეყნები ჩამონათვალი, სადაც იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:

1. აზერბაიჯანი – $222 მლნ, 22,587 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 17%
2. უკრაინა – $113 მლნ, 12,091 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 69%
3. სომხეთი – $69 მლნ, 7,081 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 1805%
4. ყაზახეთი – $47 მლნ, 4,980 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 270%
5. რუსეთი – $46 მლნ, 3,233 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 268%
6. ყირგიზეთი – $33 მლნ, 5,106 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 230%
7. ბელგია – $22 მლნ, 450 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 41%
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9 მლნ, 125 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 37%
9. ტაჯიკეთი – $9 მლნ, 1,470 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 60%
10. ბელარუსი – $4 მლნ, 130 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 5907%

ექსპორტირებული ერთეული ავტომობილის საშუალო ფასი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, რაც 71 ათას დოლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი საშუალო ფასი კი ყირგიზეთში რეექსპორტირებულ ავტომობილებს ჰქონდა, რაც საშუალოდ 5.9 ათას დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები