LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქალაქებშია საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

149
54676

ბერლინი, პრაღა და ტოკიო – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ლიდერები არიან. შემდეგ პოზიციებს კი კოპენჰაგენი და სტოკჰოლმი იკავებენ. საინტერესო რეიტინგს CNN ავრცელებს.

სპეციალისტებმა 50 ქალაქის მკვიდრი 20 ათასი ადამიანი გამოჰკითხეს, რათა დაედგინათ თუ როგორ გრძნობდნენ ისინი თავს ადგილობრივ სატრანსპორტო სისტემაში.

მართალია, ეს სია ადგილობრივებზე დაყრდნობით შედგა, თუმცა ის ძალიან სასარგებლო იქნება მოგზაურებისთვისაც, რომლებიც ამა თუ იმ დანიშნულების მონახულებას აპირებენ და გადაადგილების საკითხიც მოსაფიქრებელი აქვთ.

ერთი საკითხი, რაზეც გამოკითხული მოსახლეობის 80% თანხმდება, არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ბევრად კომფორტულს ხდის.

რაც შეეხება ბერლინელებს, მათი 97% ფიქრობს რომ ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად კომფორტული, მრავალფეროვანი და უსაფრთხოა.

რეიტინგის შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა:

6. სინგაპური
7. ჰონგ კონგი
8. ტაიბეი
9. შანხაი
10. ამსტერდამი
11. ლონდონი
12. მადრიდი
13. ედინბურგი
14. პარიზი
15. ნიუ იორკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები