LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ნომრებზე იმოძრავებს ახალი, მწვანე ავტობუსები? [ფოტოები]

1542
-T1A7479

უახლოეს დღეებში ძველი ავტობუსების ახალი ISUZU-ებით ჩანაცვლება დაიწყება. პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი უკვე ცნობილია ის მარშრუტები, რომლებზეც რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება:

12 ძველი „ბოგდანი“, პირველად, წყნეთი – სადგურის მოედნის N34  მარშრუტზე ჩანაცვლდება. 

ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.

რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ:

N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი – 4 ერთეული;

N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა – 4 ერთეული;

N56 – ორხევი – მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული;

N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული;

 N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – 4 ერთეული;

N108 – სოფელი გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.

220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების მიზნით,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.

პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები