თუ ზღაპრულ სახლში ცხოვრებაზე გიოცნებიათ ამ ადგილებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ,,ბონ ვოიაჟი” წარმოგიდგენთ მსოფლიოს უცნაური და საოცარი სახლების ათეულს.
1.გაღუნული სახლი-პოლონეთი
2004 წელს აშენებული შენობა არქიტექტორ შოტინსკი ზალესკის მიერ პოლონეთში მდებარეობს. ეს შენობა, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცნაური ნაგებობაა,რომელიც ყველაზე ხშირად აისახა ფოტო კადრებში. ის ჰგავს სახლს ზღაპრიდან. ეს უცნაურობა სოფოტის სავაჭრო ცენტრის ნაწილია.
2.თავდაყირა-პოლონეთი
ეს უცნაური სახლიც პოლონეთში მდებარეობს. თავდაყირა სახლი, რომელიც დგას სახურავზე, პოპულარული ტურისტული ადგილია. აქ ყველაფერი უკუღმაა,შესასვლელი ფანჯრიდან, იატაკი ჭერზე,კარი და ასე შემდეგ.
3. კალათა ოფისი-ოჰაიაო
ალბათ ბავშვობაში გინატრიათ კალათაში ჩაძრომა შეგძლებოდათ და ასე გემოგზაურათ. ეს რეალობად აქცია ერთ-ერთმა არქიტექტორმა აშშ-დან. სახლი პიკნიკის კალათა 7 სართულიანი შენობაა, რომელიც ლონგაბერგერის სახლის ოფისია ოჰაიოში. ის ყველაზე დიდი კალათაა. მისი სიგრძე 60, სიგანე კი 80 მეტრია.
4. ატონიუმი-ბრიუსელი
ატონიუმი ქალაქ ბრიუსელის სიმბოლოა. იგი აშენდა 1958 წელს მსოფლიო ექსპოზიციის გამოფენისთვის.შენობა 102 მ სიმაღლისაა და ქმნის რკინის ბროლის ატომის ფორმას.
5. ნაუტილიუსი-მექსიკა
კიდევ ერთი საოცარი შენობა რომელიც ზღვის ბინადრად გაგრძნობინებთ თავს. ეს ზღვის ნაჭუჭის სახლია, დაფუძნებულია წყლის თემაზე. ინტერიერი წყალქვეშა გარემოს ჰგავს ზღვის ჭურვისაგან დამზადებული. ულამაზესი ავეჯით.
6. მბრუნავი კოშკი-დუბაი
დევიდ ფიშერის მიერ დაპროექტებული ეს შენობა მუდმივად იცვლის თავის ფორმას. კოშკი ისე ბრუნავს, რომ ყველა სართულს ერთ დღეში აქვს 360 გრადუსიანი ხედი. ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი სასიამოვნო იქნება ამ უცნაურ და ფეშენებელურ შენობაში ვიზიტი.
7. სახლი კუბები-ნიდერლანდები
1970-იან წლებში პიტ ბლომის მიერ აშენებული კუბური სახლები შესანიშნავი არქიტექტურის ნიმუშია. სივრცის გამოყენება ასეთი გასაოცარი და დახვეწილი სახით მსოფლიო იშვიათობაა. თუ ამ ადგილს ეწვევით მისი ნახვა ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ.
8. ნიჟარა სახლი-მექსიკა
თუკი ნიჟარაში ცხოვრება გადაწყვიტეთ ამ სახლს უნდა ეწვიოთ.ეს ლამაზი სახლი გარშემორტყმულია კარიბის ოკეანეებით და დამზადებულია ბეტონისა და გადამუშავებული მასალებისგან. საოცარია სახლის ინტერიერი, როგორიცაა ნიჟარები, მარჯნები, ზღვის ნაჭუჭის პირსახოცების თაროები და ა.შ.
9.სახლი ქვა-პორტუგალია
მსოფლიოში ეს უნიკალური შენობა განიხილება, როგორც არქიტექტურის ნიმუში, რომელიც წააგავს ცნობილ ფლინტსთოუნის სახლს. აქვს ტყვიაგაუმტარი ფანჯრები და კედლები და კომფორტული ინტერიერი ბუხრით, მდებარეობა და ხედი კი თვალწარმტაცია.
10.ფეხსაცმლი სახლი — სამხრეთ აფრიკა
რონ ვან ზილმა 1990 წელს ააგო ფეხსაცმლის სახლი მეუღლისთვის, რომელიც წარმოადგენს იმიტაციას სახლისა პოპულარული საბავშვო ლექსიდან ქალზე,რომელიც ფეხსაცმელში ცხოვრობდა. ეს არის სამსართულიანი შენობა,რომელშიც ამჯერად განთავსებულია მუზეუმი ვან ზილის სხვა ნამუშევრებისთვის.