„კლანურ მმართველობაზე როდესაც საუბრობენ, როცა კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენთ ჩვენი უახლოესო ტრაგედია! ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია”- ბიძინა ივანიშვილი ამ კომენტარით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ხორავას ქუჩის საქმე სასამართლოს წარმატების მაგალითად მოიყვანა.
„კლანურ მმართველობაზე როდესაც საუბრობენ, როცა კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენთ ჩვენი უახლოესო ტრაგედია! ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, თქვენ ნახეთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ სავსე ქუჩები, უამრავი ემოციები და ერთ რამეს ვიტყვი ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დადებულ გამოძების შედეგებს, ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უავადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?! შფოთავს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა„იმედთან“ ინტერვიუში.