ტურისტების დიდი რაოდენობის გამო ყველაზე გადატვირთული ქვეყანა ავსტრია აღმოჩნდა. ასეთ მონაცემებს უახლეს კვლევაზე დაყრდნობით Daily Star ავრცელებს.
როგორც სპეციალისტები აზუსტებენ, ავსტრიის ყოველ ერთ მკვიდრზე სამი ტურისტი მოდის. მოსახლეობის ზუსტი ოდენობა 8,9 მილიონი ადამიანია. ყოველწლიურად ქვეყანას 32 მილიონი მოგზაური აკითხავს და მათი უმრავლესობა ბუნებრივია, ვენას ავსებს.
ანალოგიური პრობლემა აქვს ვენეციასაც და ამის გამო იტალიურმა ქალაქმა ტურისტული მოსაკრებელი დააწესა. პოპულარული ქალაქის მონახულება 14 წელს გადაცილებული ვიზიტორებისთვის 5 ევრო ეღირება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საფასურის დაწესებას ვენეციის მონახულების მსურველთა რაოდენობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.