ინგლისში აღმოაჩინეს იშვიათი მოზაიკა, რომელზეც ჰომეროსის ილიადას სცენებია ასახული.
მოზაიკასთან ერთად კი რომაული ვილა, რომელიც, არქეოლოგებისა და ისტორიკოსების წინასწარი შეფასებით, რომაული პერიოდის მდიდარ პიროვნებას ეკუთვნოდა.
აღმოჩენას უკვე უწოდეს “ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რაც კი ოდესმე ბრიტანეთს ახსოვს”.
ვილა – რუტლენდში, ერთ-ერთი ფერმერის მინდორში, მიწით იყო დაფარული.
მოზაიკა, რომელიც III-IV საუკუნეებს შორის პერიოდით თარიღდება, ტროას ბრძოლის ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს ასახავს.
ცნობილი ხდება, რომ მიწის მესაკუთრის შვილმა ნამარხი 2020 წელს, პანდემიის გამო დაწესებული ლოკდაუნის დროს აღმოაჩინა.
მან მინდორში სეირნობის დროს ნახა “უჩვეულო ჭურჭელი”, რომელიც არ ჰგავდა ჩვეულებრივ, თანამედროვე ნივთს.
ამ აღმოჩენის შემდეგ, ჯიმ ირვინი ლესტერშირის საგრაფო საბჭოს არქეოლოგიურ ჯგუფს დაუკავშირდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს აღმოჩენის გამოკვლევა ლესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა.