ენტონი ძამპარელი 2001 წლის 11 სექტემბერს,ნიუ-იორკში დატრიალებულ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა.
იტალიური წარმოშობის ამერიკელი,რომელიც “რომას” და ფრანჩესკო ტოტის გულშემატკივრობდა,ტყუპი ცათამბჯენებიდან ერთ-ერთის მეასე სართულზე,ფირმა Marsh & McLennan-ის ოფისში მუშაობდა და წესით,11 სექტემბერს სამსახურში უნდა ყოფილიყო,თუმცა ენტონის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი “რომას” და “რეალის” მატჩის გამოტოვება არ შეეძლო.
მან ტრაგედიამდე რამოდენიმე საათით ადრე გააფრთხილა ხელმძღვანელობა,რომ ავად გახდა და სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა.
11 სექტემბერს Marsh & McLennan-მა 219 თანამშრომელი დაკარგა,მათ შორის ენტონის 10 მეგობარი.
“მთელი ცხოვრებაა “რომას” ვგულშემატკივრობ. “ჯალოროსოს” დამსახურებაა, აქამდე ცოცხალი რომ ვარ.11 სექტემბერი მუდამ მემახსოვრება.”-დაპოსტა ძამპარელიმ 11 სექტემბრის 17 წლისთავზე.