LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „არავინ მოტყუვდეს სადღეგრძელოებით და ქალისგან ყალბი კულტის შექმნით – საქართველოში ქალი არის დაჩაგრული“

156
რომან გოცორიძე

არავინ მოტყუვდეს სადღეგრძელოებით და ქალისგან ყალბი კულტის შექმნით – საქართველოში ქალი არის დაჩაგრული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების და ეკლესიის „ბნელი ძალები“ ქალების ჩაგვრის თანამონაწილეები არიან.

„საქართველოს საჯარო რეესტრში ქონების 80 პროცენტზე მეტი რეგისტრირებულია კაცებზე, ავტომობილების მძღოლები, 90 პროცენტზე მეტი, არიან კაცები.. ძველი ფეოდალური ტრადიციები, რომელსაც ხშირად, პარლამენტშიც უწოდებენ ხოლმე ეროვნულ იდენტობას, სინამდვილეში არის ჩაგვრაზე და პირველ რიგში, ქალის ჩაგვრაზე აგებული.

ეს არის უმძიმესი საკითხი, მასზე უნდა ვისაუბროთ ღიად და სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იყო მორალურად და პოლიტიკურად სწორი. „ქართული ოცნების“ განცხადებები ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე იყო ქალთა დისკრიმინაციისადმი მიმართული, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისკენ მიმართული.

შეკრული არიან ეკლესიის ბნელ ძალებთან და ხელისუფლების და ეკლესიის ბნელი ძალები ერევიან ადამიანის პირად ცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებაში, არიან თანამონაწილეები ქალის ჩაგვრაში“. – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის „სხვადასხვა ფორმით გამართლებას“ შემაშფოთებელი უწოდა.

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

პრეზიდენტის სიტყვებით, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები