LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან აბრამოვიჩის Chelsea-ს ყიდვას ბრიტანელი მილიარდერი აპირებს

93
ipiccy_image

ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი კლუბ Chelsea-ს ყიდვის სურვილს გამოთქვამს და მზადაა, ამისთვის $4,25 მილიარდი ფუნტი ($5,3 მილიარდი) გადაიხადოს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ გასულ კვირას Chelsea-ს შეძენის სურვილი ფორმულა 1-ის მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა და ჩოგბურთის ვარსკვლავმა სერენა უილიამსმაც გამოთქვეს.

Bloomberg-ის ცნობითვე, კლუბის სავარაუდო ფასი 2,5 მილიარდ ფუნტზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი კლუბში მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1,75 მილიარდი ფუნტის ინვესტიციას ჩადებს.

რეტკლიფი, რომლის ქონებაც Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, თითქმის $11 მილიარდს შეადგენს, საფეხბურთო სამყაროში უცხო არ არის. მას განხორციელებული აქვს ინვესტიციები საფრანგეთის OGC Nice-სა და შვეიცარიის FC Lausanne-Sport-ში.

შეგახსენებთ, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა გასული თვის დასაწყისში განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის ყიდის, თუმცა მის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა მილიარდერის აქტივები გაყინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები