ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიური “რომა” ბაქოში ჩავიდა “ყარაბაღთან” სათამაშოდ.
აზერბაიჯანში “რომას” ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩის წინ სასტუმროდან სტადიონზე საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსით მივიდნენ. ბაქოში ჩასულ რომაელ ფეხბურთელებს ქართული ნომრებით ავტობუსი ემსახურებოდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები “რომას” ოფიციალურ გვერდსა და იტალიურ მედიაში გავრცელდა.
თამაში კი “რომამ” 2:1 მოიგო.