მე რომ ქალაქის მერი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა ძეგლს დავუდგამდი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი წერს.
ის 5 აგვისტოს ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადასარჩენად დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანზე საუბრობს.
“მე რომ ქალაქის მერი ან ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა, თანხას შევაგროვებდი და….ძეგლს დავუდგამდი იმ ძაღლთან ერთად, როგორც ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის და თავგანწირვის სიმბოლოს!!!!
ასეთი პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ მომხდარა და მსგავსი მონუმენტი ხელს შეუწყობდა მომავალ თაობაში ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის და თანადგომის მენტალიტეტის ამაღლებას. ასეთივე სიმბოლური დატვირთვისაა ძაღლ”ხაჩიკოს” ძეგლი ტოკიოში.”- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
გაკეთდეს ავთანდილ ცხვედიანის და მისი დაღუპული ოთხფეხა მეგობრის ძეგლი/მემორიალი – ამ მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. მოქალაქეები ითხოვენ, რომ 5 აგვისტოს, ქობულეთში ძაღლის გადასარჩენის დროს დაღუპულ 51 წლის მამაკაცს მემორიალი დაუდგან.
ძაღლის გადასარჩენად ზღვაში დაღუპული ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის გახსნითვის ხელმოწერები გროვდება
მან ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.
როგორც პეტიციის ავტორები წერენ, იმ შემთხვევაში თუ პეტიცია საკმარის ხმებს შეაგროვებს, ამ ძეგლს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია გააკეთებს.