ზაზა ფაჩულიას “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდა – 14 ათასი ხმა და მხოლოდ ერთი საფეხურით ზემოთ ანაცვლება.
დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებიდან ფანებმა კობი ბრაიანტი, კევინ დურანტი და კავაი ლეონარდი აირჩიეს, ზაზა კი მე-4 ადგილზე გავიდა.
“დალას მავერიკსის” მფლობელმა მარკ კუბანმა საჯაროდ მოუბოდიშა ქართველ კალათბურთელს:
“ბოდიშს ვუხდი ზაზას. არ მიმიქცევია ყურადღება ამ არჩევნებისთვის. რომ მცოდნოდა, ყველა საჭირო კავშირს გამოვიყენებდი და მას პირველ ადგილზე გადავიყვანდი”, – განაცხადა კუბანმა.