LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ მცოდნოდა “მაესტროში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ, გაჩეჩილაძეს არ შევხვდებოდი” – პრემიერი

44

„საერთოდ არ ვიცოდი „მაესტროში“ შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომ მცოდნოდა, შეიძლება თავი შემეკავებინა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრისას“ – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრის თემა იყო გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის საკითხი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს პრობლემები შეექმნა.

“არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი, მაქვს ტყუილის აუტანლობა. ღამის 11 საათზე შევხვდი გია გაჩეჩილაძეს. ეს არ იყო სამუშაო საათი. მქონდა საუბარი გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის თაობაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც პრობლემები შეექმნა. მე პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა “მაესტროში”, რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლებოდა თავი შემეკავებინა შეხვედრისგან, ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა რომ არ გამომეწვია”, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები