LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ ეუბნებიან, რაც მოხდა, ისტერიკაში ვარდება…არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავიო” – რას ამბობენ ქალზე, რომლის ახალშობილიც გარდაცვლილი იპოვეს

294
BeFunky-collage (5)

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაპოვნი ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილი ახლაშობილის დედა კი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. ცნობილია, რომ ის კლინიკა “მედალფას” დღეს დატოვებს.

“მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც გადმოცემით ვიცი, შეკითხვებს ვერ პასუხობდა… არაადეკვატური იყო. რომ ეუბნებიან, რაც მოხდა, ისტერიკაში ვარდება…მე არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავიო,-აცხადებს ექიმი “ფორმულასთან” საუბარში.

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­ში არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

“წინა წელ­საც ასე იყო, არ ეტყო­ბო­და მუ­ცე­ლი და უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ იყო. ტკი­ვი­ლე­ბის გამო, სოფ­ლის ექიმ­მა გაგ­ზავ­ნა კას­პში და იქ აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად იყო”

“როგორც ვიცი, მკვდარი დაბადა და არ გადაუგდია საპირფარეშოში…”

“არა­ვინ იცო­და რომ ორ­სუ­ლად იყო, არც სო­ფელ­ში იცოდ­ნენ, არც ქმარ­მა იცო­და, არც დე­დამ­თილ­მა. მა­ღა­ზი­ა­ში წინა დღეს შე­მო­ვი­და და მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ­ბო­ბენ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დოო… მარ­ტო იყო და სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა. ბავ­შვი, ბიჭი უკვე მკვდა­რი და­ი­ბა­დაო”

​”წაიყვანეს საავადმყოფოში, როგორც თირკმელა მტკივაო. აქაურმა ექიმმა გასინჯა, რა თირკმელა, მშობიარობა ეწყეობდა. გაიყვანეს და 1 საათში ბავშვი გააჩინა. 8 თვის იყო ბავშვი და მუცელშივე მოკვდა, მიცვალებული დაბადა” – აცხადებენ მეზობლები.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მოხდა. გარდაცლილი ბავშვი საპირფარეშოში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედამ სახლში იმშობიარა.

გამოძიება დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები