„ნიჰილიზმი გამოიწვია უმოქმედობამ, პოზიტივის პოვნის შეგრძნება დავკარგეთ ამ ქვეყანაში“- ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დათმობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ პოლიტიკური პარტიები კოორდინირებულად მოქმედებას შეძლებენ.
„მთავარი ამოცანა დღეს რუსული ხელისუფლება და რუსული ხელისუფლების შექმნილი ნარატივებია.. სიმონიანზე უფრო დიდი სიმონიანი რომ გვყავს, კობახიძე, რასაც ის იძახის, ისიც რუსული ხელისუფლების შექმნილი ნარატივია. უკრაინაში რუსეთის წარმატების იმედს რომ თესავს [კობახიძე].
ორი რამ აქვს დასათესი ამ ხელისუფლებას, ერთი შიში მოსახლეობაში, რომ გეშინოდეთ სიმართლის თქმის და მეორე, ჩვენს უკან დგას ძლევამოსილი რუსეთი. ორივე არის „ფეიკი“. არ არსებობს შიში, რითაც [ქართული ოცნება] გაშინებთ..
„ოპოზიციას საზოგადოებასთან ამბის მიტანის უნარი აქვს დაკარგული” – თინა ხიდაშელი
სადამდე მივუშვით ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მხრიდან სწორი რეაგირება?! ხალხს არ ვამუნათებ..
? რომ დაიიღლიავა და ჯანდაბაში მიაქნებს ის ერთი კაცი საქართველოს რუსეთისკენ, ესე სახლში მჯდომებმა უნდა ვუყუროთ?! | აკია ბარბაქაძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday, 14 February 2023
24 თებერვალს უნდა გამოვიდეს, რაც შეიძლება მეტი ხალხი.. დავანახოთ პუტინს, რომ საქართველოში ვერ გაატარებს რუსულ ინტერესებს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ..
რომ დაიიღლიავა და ჯანდაბაში მიაქნებს ის ერთი კაცი საქართველოს რუსეთისკენ, ესე სახლში მჯდომებმა უნდა ვუყუროთ?!“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.