LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა ლარის გამყარება, საწვავის ფასი 40 თეთრით მოიმატებდა

95
20180201180559

რომ არა ლარის გამყარება, ნავთობის გაძვირების გამო, ქვეყანაში საწვავის ფასი, დაახლოებით, 40 თეთრით მოიმატებდა. ახლა კი, საქართველოში საწვავის ფასი შესაძლოა, 20-25 თეთრით გაიზარდოს. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა “ბიზნეს ფორმულასთან” ისაუბრა.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, 20-25 თეთრიანი ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ არა დღეს და უახლოეს მომავალში, არამედ გარკვეული ეტაპის შემდეგ“,- აღნიშნა მთვრალაშვილმა “ბიზნეს ფორმულასთან”.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდეს გავლენას. მათ შორისაა, ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნა და არასაკმარისი მიწოდება, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები