LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce მუსიკალურ ავტომობილებს გამოუშვებს

27

Inspired by British Music – ბრიტანული მწარმოებელი Rolls-Royce ავტომობილების კოლექციას კუპე Wraith-ის ბაზაზე გამოუშვებს.

სერია 9 ავტომობილს გააერთიანებს, რომლის შექმნაშიც როკ მუსიკის ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას. კოლექციამ ხაზი უნდა გაუსვას Rolls-Royce-სა და როკ-ენ-როლის კავშირს. პირველი ორი Bespoke ავტომობილის შექმნაში ლეგენდარული ჯგუფ The Who-ს ფრონტმენი როჯერ დოლტრი მიიღებს მონაწილეობას.

თითოეული ავტომობილი ბრიტანული მუსიკის საავტორო სტილს ასახავს და ძვირფასი საკოლექციო ობიექტი გახდება. ავტომობილების გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებისთვის გადაირიცხება, მათ შორის იქნება კიბოთი დაავადებული მოზარდების დასახმარებლად განკუთვნილი ფონდი ”The Teenage Cancer Trust”.

კიდევ ვინ მიიღებს როკ-ენ-როლის ვარსკვლავებიდან ავტომობილების შექმნაში მონაწილეობას, უცნობია.

მდიდრული Rolls-Royce-ების მუსიკალური კოლექციის შექმნის იდეა ავტომწარმოებლის გუდვუდის ქარხანაში სტუმრობის შემდეგ ცნობილ ფოტოგრაფს, ალისტარ მორისონს ეკუთვნის.

 

http://www.kolesa.ru/news/rolls-royce-anonsiroval-muzykalnuyu-seriyu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები