LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-მა მამაკაცებისთვის სმოკინგები წარმოადგინა

41

ბრიტანულმა ბრენდმა Rolls-Royce, რომელიც მდიდრული ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზრდება, ავსტრალიურ ლუქსის კლასის ატელიე The Bespoke Corner-თან ერთად, შეძლებული კლიენტებისთვის სმოკინგები შექმნა. ბრიტანული ბრენდი აღნიშნავს, რომ კოსტიუმები სწორედ Rolls-Royce-ის მოდელების შთაგონებით შეიქმნა. ბრიტანული მედიის ცნობით, დიზაინერების მუზა სამოსის შექმნისას Rolls-Royce Ghost და Rolls-Royce Wraith გახდნენ.

კოლექცია შეზღუდული ტირაჟით გამოვა, სახალხო პრემიერა კი იტალიაში შედგება. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე იაფიანი კოსტიუმი 3 950 დოლარი ღირს.

კომპანია The Bespoke Corner მიიჩნევს, რომ ბრენდი Rolls-Royce თავის თავში მხოლოდ ავტომობილებს არ წარმოადგენს, არამედ მთლიანობაში, მდიდრულ ცხოვრებას ასახავს.

უნდა აღინიშნოს, რომ საავტომობილო ბრენდებისა და სამოსის მწარმოებლების თანამშრომლობა ახალი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები