LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-ის ყველგანმავალის უკანა სავარძლები შემოსატრიალებელი იქნება

16

ყველგანმავალი Rolls-Royce Cullinan კლასში ყველაზე უჩვეულო უკანა სავარძლებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც ავტომობილს „სანახაობის დარბაზად“ გადააქცევს. ეს სავარძლები, როგორც კომპანიაში ამბობენ, ყოველთვის „საუკეთესო ადგილებს უზრუნველყოფს პირველ რიგში“, მაგალითად ბუნების, ან სათამაშოდ გასული ბავშვების ყურებისას.

ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ცალკეული ტყავის სავარძლები კოქტეილის მაგიდასთან ერთად ავტომატურად გადმოიშლება საბარგულის სპეციალური განყოფილებიდან. სავარძლები უკან ტრიალდება, ხოლო საბარგულის სახურავი ერთგვარი მზისგან მოსაჩრდილებელია.

იქნება თუ არა ასეთი სავარძელი საბაზო აღჭურვილობაში, ან დამატებითი გადასახადის შემთხვევაში, არ ზუსტდება

მარკის ყველგანმავალს იმავე შასიზე ააწყობენ, რომელსაც ბოლო თაობის „ფანტომზე“ გამოიყენება. მოდელი ორი მოდიფიკაციით იქნება წარმოდგენილი: ჩვეულებრივი, რომლის სიგრძე 5,5 მეტრია და ასევე ექვს მეტრიანი ვერსიით.

მოსალოდნელია, რომ ავტომობილები სერიულად წლის ბოლოსთვის გამოვლენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები