Rolls-Royce დაემუქრა იმ კლიენტებს, ვინც კუპე Spectre-ს გაყიდვას ცდილობს. კლიენტებს პირველ ავტომობილებს შემოდგომისთვის მიუტანენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრენდის გენერალური დირექტორი ყველას აფრთხილებს, რომ Specture-ს გადაყიდვის და ფულის შოვნის ნებისმიერი მცდელობა სამუდამო გაშავებას გამოიწვევს. თუკი მწარმოებელი გაიგებს, რომ კუპე იყიდება, მისი მფლობელი შავ სიაში მოხვდება და Rolls-Royce-თან თანამშრომლობას ვეღარასდროს შეძლებს.
Spectre-ს მიღების მსურველთა რიგი 2025 წლამდეა გადაჭიმული, რაც იმას ნიშნავს რომ ის იღბლიანები ვინც კუპეს პირველი მიიღებენ, საკმაოდ კარგად შეძლებენ გამომუშავებას.
შავ ბაზარზე Spectre-ს რამდენიმე მოდელი უკვე დევს და ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ავტომწარმოებელი მათ შეჩერებას ვერასდროს შეძლებს.