Rolls –Royce ძრავის შესაკეთებლად ხოჭო-რობოტებს გამოიყენებს. ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც ამჟამად საავიაციო ძრავების შემუშავებითაა დაკავებული, მინიატურული რობოტების შექმნა დააანონსა. „ნანობოტები“ რომლებიც ერთი შეხედვით ხოჭოებსა და ტარაკნებს გვანან – მომავალში ავტომბილის ძრავების გასაკეთებლად იქნებიან განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ რობოტების შესაქმნელად Rolls-Royce ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან გაერთიანდა და პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მინიატურული „დამხმარეები“ საქმეს ბევრად გაამარტივებენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ამიერიდან ძრავის დაშლა აღარ იქნება საჭირო და რობოტები საქმეს ამის გარეშეც გაუმკლავდებიან, თანაც ძრავის შემოწმების დრო 5 საათის ნაცვლად სულ რაღაც – 5 წუთი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელმა რამდენიმე რობოტი უკვე გამოაჩინა და მათი ზომა 10 მმ-ს არ სცილდება, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა.