LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როლინგ სტოუნმა” 2022-ის საუკეთესო ალბომები დაასახელა

176
page

ბიონსეს ტრილოგიური პროექტის პირველი ნაწილი, Bad Bunny-ის გახმაურებული ნამუშევარი და ტეილორ სვიფტის უძილო ღამეებით შთაგონებული ჩანაწერი – ჟურნალმა Rolling Stone 2022 წლის საუკეთესო ალბომები დაასახელა.

საკულტო გამოცემამ, პირველი პოზიცია ბიონსეს ,,რენესანსს” მიანიჭა, რომელიც 42 წლის მომღერლის პირველი სოლო სტუდიური რელიზია 2016 წლის შემდეგ.

მეორე ადგილი Bad Bunny-ის ამ დრომდე ყველაზე წარმატებულმა დისკმა – Un Verano Sin Ti დაიკავა.

ტოპ-სამეული ტეილორ სვიფტმა დახურა ფირფიტით – Midnights.

ჩამონათვალში ასევე ისეთი არტისტების კრებულები მოხვდა, როგორებიც: როსალია, ჰარი სტაილზი, Pusha T, King Princess, FKA Twigs, BTS-ის J-Hope და Wet Leg არიან.

,,როლინგ სტოუნის” 2022-ის საუკეთესო ალბომების ათეული ასეთია:

  1. Beyoncé, ‘Renaissance’
  2. Bad Bunny, ‘Un Verano Sin Ti’
  3. Taylor Swift, ‘Midnights’
  4. Rosalía, ‘Motomami’
  5. Harry Styles, ‘Harry’s House’
  6. Pusha T, ‘It’s Almost Dry’
  7. King Princess, ‘Hold on Baby’
  8. FKA Twigs, ‘Caprisongs’
  9. J-Hope, ‘Jack in the Box’
  10. Wet Leg, ‘Wet Leg’

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები