“როლანდ შავაძე წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა! ელჩი დეგნანისთვის პატივი იყო ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა,” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, უკვე 30 წელია შეერთებული შტატების საელჩო ათეულობით პროგრამის მეშვეობით საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ეხმარება.
“როლანდ შავაძე წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა! ელჩი დეგნანისთვის პატივი იყო ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ღონისძიება გამოარჩევს მოსწავლეებისთვის თავდადებულ პროფესიონალებს, რომლებიც ახალგაზრდებს ოცნებების რეალიზებაში ეხმარებიან.
უკვე 30 წელია შეერთებული შტატების საელჩო ათეულობით პროგრამის მეშვეობით საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ეხმარება. ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ წლის საუკეთესო მასწავლებელი, კიდევ ერთხელ, ჩვენი ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეა. გილოცავთ, როლანდ!
თქვენთან ერთად ყველა ფინალისტსა და მასწავლებლებს საქართველოში მსოფლიო მასწავლებელთა დღეს ვულოცავთ,” – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.