საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს როლან გაროსის კორტებზე მეორე წრის შეხვედრას გამართავს. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი, სერბი ვიქტორ ტროიცკი იქნება. მატჩი ბასილაშვილსა და ტროიცკის შორის 14:30 საათზე დაიწყება.
პირველ წრეში ნიკოლოზმა ჟილ სიმონი დაამარცხა, ტროიცკიმ კი ევგენი დონსკი. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში რაფა ნადალისა და რობინ ჰაასის წყვილში სუკეთესოს შეხვდება.