რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ სააგენტო „ტასს“ მიაწოდა.
ცნობისათვის, 21 დეკემბერს როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც 5 რუსი ზვავში მოყვა. ერთის ცხედარი მაშინვე იპოვეს, მეორე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ორი გადარჩენილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.