LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში – პოზნერი

153
f2b866a6-93b7-11eb-b5a1-96000091f725-660

თბილიში გამართული ხმაურიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ისევ ჩამოვა.

როგორც ტელეარხი „360“ იტყობინება, გამოცემა News.ru-სთან საუბარში ოზნერმა საქართველოში გამართულ აქციაზე კომენატარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებლად დაბრუნდება.

„მე იქ ისევ წავალ. რატომაც არა? საერთოდ არ გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას. მე იქ უამრავი მეგობარი მყავს. როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში“. – განაცხადა პოზნერმა.

ეს პოზნერის რიგით მეორე კომენტარია საქართველოში მის ვიზიტთან დაკავშირებით. მანამდე პოზნერმა თქვა, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, „ყურადღების მიქცევა არ ღირს“.

პოზნერი ომის შემდეგ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადი მოწვევით იყო ჩამოსული, სად იყო მაშინ საზოგადოების რეაქცია? – ლადო ბოჟაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები