LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორიც უნდა იყოს “ნაციონალების” გადაწყვეტილება, მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა – რაც შეიძლება მეტი სტრესი სახელმწიფოს და დესტაბილიზაცია: ვოლსკი

53
გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პარტიის გადაწყვეტილება, მაინც ერთ მიზანს ემსახურება – სახელმწიფოსთვის რაც შეიძლება მეტ სტრესს, დესტრუქცია და დესტაბილიზაციას.

გია ვოლსკი ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლები ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება კი საკმაოდ კრიტიკულია:

“როგორიც უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, შემოსვლის თუ ქუჩაში დარჩენის თაობაზე, უკავშირდება ერთ მთავარ სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც არ შეცვლილა: რაც შეიძლება მეტი სტრესი სახელმწიფოს, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია.

მათ პასუხი უნდა ჰქონდეთ გასაცემი იმ ხალხთან, რომლებიც კარვებში გამოკეტეს დიდი ხნის მანძილზე და დღეს იქ, რუსთაველის გამზირზე საერთოდ რეალობასთან შეუსაბამო პლაკატს ვხედავთ გამოკრულს, რომელზეც სააკაშვილი ნატო-ს ჯარებს ეპატიჟება საქართველოში, ამ დროს ყველაფერი აქვს გაკეთებული, მათ შორის, რუსეთისთვის უპირატესობის მიცემით და იმ წინაპირობების შექმნით, რასაც აგრესია მოჰყვა, რათა ნატოში სწრაფი ინტეგრაცია არ მომხდარიყო. ეს არის ის რეალობა, რომელზეც საუბრობს იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის მოგონებებში. არ შეიძლება ამ პლაკატის გამომკვრელებმა რაიმე კონსტრუქციული და პოზიტიური შემოიტანონ პარლამენტში. ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ კრიტიკულია.” – თქვა ვოლსკიმ.

“ნაციონალური მოძრაობა” დილემის წინაშეა, პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები