LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა: რას ჰყვება მსახიობის მეგობარი

1971
fot

სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ამჟამად თურქეთში იმყოფება.

მსახიობის მეგობარი ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი ჯაჭვლი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­სთან დაკავშრებით ambebi.ge-ს ესაუბრა.

– მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ხა­ტა სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, არი­ან ბნე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ბუ­ნე­ბით ბო­რო­ტე­ბას­თან წილ­ნა­ყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ორ­ჯერ გა­ავ­რცე­ლეს სო­სოს სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი და თავ­ზა­რი დაგ­ვცეს ყვე­ლას. მიკ­ვირს ასე­თებს რო­გორ სძი­ნავთ მშვი­დად?..

სოსო ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა თურ­ქეთ­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ის უკე­თაა, ის კი არა და, წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა კი­დეც. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ იმა­ში, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. სოსო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ის არა­მარ­ტო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭი­ე­რე­ბით, არა­მედ საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში რო­გორ ვაჟ­კა­ცურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და. გვახ­სოვს, რო­დე­საც იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნა. თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი, რაც თავი მახ­სოვს, სულ იდევ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით ხდე­ბო­და ეს. სწო­რედ ამას გა­მო­უ­ცხა­და სო­სომ ბრძო­ლა და გე­ლა­თი­დან წა­მო­ვი­და ფე­ხით. იმი­ტომ, რომ არ ეგუ­ე­ბო­და იმ­დრო­ინ­დელ რე­ჟიმს, შემ­დგომ ამას მოჰ­ყვა შიმ­ში­ლო­ბა, რაც არ იყო იოლი. მახ­სოვს, რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სთხო­ვა, შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა, ბო­დი­ში შე­მო­უთ­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, – ვერ ვას­რუ­ლებ ამას, რად­გან მე რომ ახლა შიმ­ში­ლო­ბა შევ­წყვი­ტო, ყვე­ლა­ფერს წყალ­ში ვყრიო. ასე­თი პი­როვ­ნე­ბაა სოსო,“ – აღნიშნა ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნმა.

ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები