LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

161
BeFunky-collage (5)

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულები, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში აგრძელებენ მკურნალობას.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

„ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად მძიმედ არის, დინამიკაში უკეთესია, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობიდან, ტრავმებიდან გამომდინარე მართვით სუნთქვაზე რჩება და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას,“ – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

„გმირი კაცი მყავდა, 2 დღის წინ შვილს ომის ამბებს უყვებოდა, როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით“ – ოთარ ღვინაშვილის მეუღლე

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები