LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია რადიაციის დონე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ – უახლესი ინფორმაცია

83
chernobiliradiacia

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმალურია. ინფორმაციას „როიტერი“ გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით ავრცელებს.

ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის დეტექტორებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ პირველად დაიწყეს მონაცემების გადაცემა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ტერიტორია 24 თებერვალს დაიკავა.

„39 დეტექტორის უმეტესობა, რომელიც მონაცემებს დახურულ ზონიდან აგზავნის, ახლა რადიაციული მონიტორინგის საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის (IRMIS) რუკაზე ჩანს “, – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები