LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია პარტიების რეიტინგი – Edison Research კვლევას აქვეყნებს

181
Untitled design (1)

Edison Research ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება – 36.6%
  • ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%
  • საქართველოსთვის – 8.8%
  • ლელო – 6.7%
  • გირჩი/დროა – 5%
  • ლეიბორისტული პარტია – 4.7%
  • ხალხისთვის – 3.7%
  • ალტ-ინფო – 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.9%
  • ხალხის ძალა – 2.5%
  • მოქალაქეები – 1.7%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
  • ევროპული საქართველო – 0.7%
  • სხვა – 0.5%

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.