Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როგორია პაციენტების მდგომარეობა, რომელსაც პლაზმით მკურნალობენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია პაციენტების მდგომარეობა, რომელსაც პლაზმით მკურნალობენ

147
a1a450bea041a37a9b34b9ecf6fea51d

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელებულის პლაზმით მკურნალობენ.

როგორც „ფორტუნას“ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა, ორივე პაციენტთან მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთი უკვე გაწერისთვის ემზადება, მეორე პაციენტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი.

„პირველ პაციენტს პლაზმის გადასხმა ორჯერადად ჩაუტარდა. ეს პაციენტი ჩვენთან, ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი თვეა წევს.

პაციენტი 80 წელს გადაცილებულია. აწუხებს ჰიპერტონია, დიაბეტი, რომ შემოვიდა ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. მისი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ამიტომ ჩატარდა პლაზმის გადასხმა. ამ პაციენტის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. შეიძლება ითქვას, რომ მისი ასაკიდან და ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე, ნელა მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მალე დატოვებს კლინიკას და ბინაზე გაეწერება. 

შეიძლება ითქვას, პლაზმით მკურნალობის შედეგი იყო ძალიან კარგი. ის, რომ ეს ადამიანი ცოცხალია, სხვა პრეპარატებთან ერთად, არის პლაზმის დამსახურება.

მეორე პაციენტი, რომელთანაც ეს მეთოდი იქნა გამოყენებული, ჯერ მკურნალობას აგრძელებს. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა მისი მდგომარეობაც მძიმე იყო, მძიმე პნევმონია ჰქონდა, ამიტომ გადაწყდა ასეთი მკურნალობის ჩატარება. 

ბოლომდე ვერ ვიტყვით, როგორ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ მდგომარეობა აქაც გაუმჯობესებულია და ველოდებით დადებით შედეგს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ ჩვენთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები