დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვარი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა, სტაბილურია.
„ფორტუნასთან“ საუბარში ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ დამწვარი ქალი ამ დრომდე რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება.
„ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურია და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ველოდებით, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება“, – განაცხადა ქაშიბაძემ „ფორტუნასთან საუბარში.
შეგახსენებთ, გუშინ 24 წლის ბიჭმა თანატოლელ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ახალგაზრდა ქალს სხეულის 37% აქვს დამწვარი.
ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.