LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია გოგებაშვილის ახლებური დედაენა – ფოტოები

5044
88888

2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

როგორც ცნობილია, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა. 

პედაგოგი ნინო მესხორაძე „დედაენის“ შესახებ: „რა ვუპასუხოთ გაკვირვებულ მშობლებს?..“

წლის ბოლოს კი გაკვირვებული მასწავლებლები ერთმანეთს ჰკითხავენ: „ვერ გავიგე, რა საჭირო იყო ეს ორი სათაური?“

განათლების სამინისტროს ცნობით, ადაპტირებული ვარიანტის შემუშავებაში მინისტრთან და მის მოადგილესთან ერთად, კომისიის წევრებმაც მიიღეს. აკადემიკოსებთან და პროფესორებთან ერთად, კომისიაში არიან დეპუტატები ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში.

კომისიის წევრები: აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ახლანდელი და  ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა, ასევე ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები