LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია გიორგი შაქარაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ერთი დღე იყო ცუდად

283
სჰაქარა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის გარდაცლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მამა მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბებია გარდაიცვალა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფორტუნა“ ფეხბურთელის ბიძას და ოჯახის ადვოკატს მირიან ნიკოლაძეს დაუკავშირდა.

„ბებია გარდაიცვალა, მაგრამ ის, რომ ლევან შაქარაშვილი მძიმედაა არის სიცრუე, მხოლოდ ერთი დღე იყო ცუდად, მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. ახლა კარგად გრძნობს თავს, დადის სამსახურში და ცხოვრებას ჩვეულებრივად განაგრძობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მადლობა, რომ ინფორმაცია გადაამოწმეთ და ინფორმაცია ისე არ გაავრცელეთ“, – განუცხადა „ფორტუნას“ მირიან ნიკოლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები