LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია განახლებული “ოფიცერთა სახლი” ფასადს მიღმა (ფოტოები)

2409
66325513-2854292864611774-850618337397309440-n (1)

რუსთაველის N14-ში მდებარე ყოფილი “ოფიცერთა სახლის” შენობა ევროპული ნეოკლასიციზმის (ხელოვნების მიმდინარეობა) ნიმუშს წარმოადგენს და მას “არტ ნუვოს” სტილის მორთულობები ამშვენებს. მათგან აღსანიშნავია ყვავილების ვრცელი ბარელიეფი, რომელიც ფასადს მთელ პერიმეტრზე მიუყვება. ფოტოებიდან ჩანს, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაშია და მას რესტავრაცია სჭირდება.

ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია-რესტავრაცია 2017 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა. ფონდის ინფორმაციით, რუსთაველის N14-ში რესტავრაცია ჩაუტარდა ეზოს ლითონის ჭიშკარს, აღადგინეს სადარბაზოს ხის ძველებური კარი, ფასადის მხატვრული დეტალები, ნაგებობის შემომზღუდავი დაბალი კედლის გასწვრივ გამოიცვალეს თუნუქის სახურავი.

“ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია და ფონდს მხოლოდ ფასადის რეაბილიტაციის ვალდებულება ჰქონდა.

თბილისის მერიას აქვს სახლების რეაბილიტაციისთვის თანადაფინანსების პროგრამა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პროგრამით სარგებლობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული (სპეციალისტების, კონსტრუქტორების, არქიტექტორების მოძიება ექსპერტიზის, შეფასებების გაკეთება და ა.შ ) და ამ პროგრამით ძირითადად მოსახლეობა ვერ სარგებლობს.  

კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის პირას - რას აპირებს სახელმწიფო

თბილისის ძველ უბნებში უკვე წლებია, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ავარიულ სახლში ცხოვრობს. ნგრევის პირას მისული სახლების შეკეთებას მეპატრონეები ვერ ახერხებენ, რადგან შენობების უმეტეს ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. ახოსპირელის ქუჩა სოლოლაკში – ლამაზი, წინა საუკუნის სახლებითა და თითქმის უკაცრიელი. ჩამონგრეული აივნები და სადარბაზოები, დაბზარული კედლები, ჩამოშლილი ჩუქურთმები, ბალახიანი ეზოები. ქუჩის მცხოვრებთა, ალბათ, ნახევარი უკვე საკუთარ […]

თბილისში, დაახლოებით, 2000-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ მათგანს სჭირდება აღდგენა-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეინვენტარიზაცია და შემდეგ მათი მოვლა-აღდგენა თბილისის მერის, კახა კალაძის, ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.  ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა.

„ოფიცერთა სახლის“ სახელით ცნობილი შენობა შოთა რუსთაველის 14 ნომერში 1916 წელს აშენდა.

თავდაპირველად შენობაში თბილისის საარტისტო წრე – „ტფილისის კრუჟოკი“ იყო განთავსებული, სარდაფში კი – არტისტული კაფე „არგონავტთა ნავი“.  კაფე XX საუკუნის ცნობილმა მხატვრებმა – კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს.  შენობის კოჭების საყრდენი ქალის ქანდაკებები, ე.წ. კარიადიტები, გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის შესრულებულია.

 

 

ფოტოები აღებულია “თბილისური ამარკორდის” ფეისბუქ გვერდიდან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები