LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორია ცხოვრება თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაგარ ქალაქში“ – „Wmagazine“–ის სტატია თბილისზე

399

„როგორია ცხოვრება თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაგარ ქალაქში“ – ამ სათაურით „Wmagazine“-მა თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა.

ალბათ არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ქალაქი თავის რიტმს პირველად შეიგრძნობს. პარიზის, სან-ფრანცისკოსა და ბერლინის შემდეგ თბილისის რიგი მოვიდა. ეს არის საქართველოს დედაქალაქი, რომლის შესახებაც ალბათ ნაკლებად თუ გსმენიათ. აზერბაიჯანს, რუსეთს, სომხეთსა და შავს ზღვას შორის მოქცეულმა ქალაქმა საბჭოთა კავშირს თავი 1992 წელს დააღწია. კულტურული რევოლუციის შემდეგ თბილისი ვიზიტორებს ლეგენდარულ ტექნო კლუბებს, მუზეუმებსა თუ უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს. სწორედ ეს არის ალბათ იმის მიზეზი, რომ ქალაქი ათასობით ხელოვანს იზიდავს. ერთ-ერთია ფოტოგრაფი ჯულიენ ბუდეტი, რომელიც თბილისს წლების განმავლობაში სტუმრობდა. ხელოვანი ამჯერად მოდის კვირეულის გადასაღებად ჩამოვიდა და დედაქალაქის ქუჩებში უნიკალური ფოტოების გადაღებაც მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები